ტურინის „იუვენტუსმა“ და კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა თანამრშომლობა განაახლონ. იტალიური მედია იტყობინება, რომ კლუბის ხელმძღვანელებმა ჟორჟე მენდეშთან, რონალდუს აგენტთან, მოლაპარაკება დაიწყეს.
პორტუგალიელს მოქმედი კონტრაქტი 2022 წელს ეწურება, მაგრამ მას სურს, რომ მაღალ დონეზე 40 წლამდე ითამაშოს. ამიტომაც, ევროპაში და კერძოდ დიდ გუნდში თამაში სჭირდება.
რონალდუს უზარმაზარი ხელფასის გადახდა, თანაც ამ ასაკში არცერთ გუნდს არ შეუძლია. მხოლოდ „მანჩესტერ სიტი“ და პსჟ არიან გამონაკლისები, მაგრამ „სიტიში“ რონალდუ არ გადავა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დაკავშირებული წარსულის გამო.
იტალიური პრესა წერს, რომ ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ კრიშტიანუ მზად არის უფრო დაბალ ხელფასზე თანხმობა განაცხადოს. რაც მნიშვნელოვანია ის და მისი ოჯახი ტურინში თავს კარგად გრძნობენ და საცხოვრებელი პირობებით კმაყოფილები არიან.
შეგახსენებთ, რომ რონალდუს „იუვენტუსში“ 107 მატჩში 84 გოლი აქვს გატანილი.