მთავარი / სიახლეები / რონალდუ: “მშვენიერი კვირა იყო”

რონალდუ: “მშვენიერი კვირა იყო”

„იუვენტუსმა“ „ემპოლი“ სტუმრად კრიშტიანუ რონალდუს დუბლით 2:1 დაამარცხა. ნამატჩევს პორტუგალიელმა კომენტარი გააკეთა:

„დამსახურებულად მოვიგეთ. ეს მნიშვნელოვანი კვირა იყო, გუნდი დაღლილი გახლდათ მანჩესტერის შემდეგ და ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. თუმცა, ჩვენ კარგი პასუხი გვქონდა. მეორე ტაიმში უფრო მეტჯერ დავარტყით და შევქმენით მომენტები. მანჩესტერში ნაჩვენები თამაშის მერე დავამტკიცეთ, რომ დიდი გუნდი ვართ. ეს იყო მშვენიერი კვირა.

ჩემი გოლი ჯერ კიდევ არ მინახავს. სწრაფი მოქმედება გახლდათ, ლამაზი გოლი გამომივიდა“, – განაცხადა რონალდუმ.

მიმდინარე სეზონში რონალდუს ანგარიშზე 7 გატანილი გოლია. „იუვენტუსს“ კი 10 ტურში 28 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა.

შემთხვევითი სიახლე

შავ-თეთრი გული

შავ-თეთრი გული

დღეს კლაუდიო მარკიზიოს იუბილეა. „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი, თუმცა, დღემდე ნამდვილი იუვენტინო 33 წლის გახდა. მარკიზიო …