მთავარი / სიახლეები / რონალდუ: “იუვეში” ფულისთვის არ გადავსულვარ”

რონალდუ: “იუვეში” ფულისთვის არ გადავსულვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ფრანგულ გამოცემა France Football-ს ინტერვიუ მისცა. პორტუგალიელმ ა ისაუბრა ფლორენტინო პერესთან ურთიერთობაზე და „იუვენტუსში“ გადასვლის შესახებ:

ფლორენტინო პერესი – „პერესთან ყოველთვის საქმიანი ურთიერთობა მქონდა. ყველაფერი რასაც მეუბნებოდა, გულიდან ნათქვამი არასდროს ყოფილა. მადრიდში ბევრი კარგი რამ გავაკეთე, რომლებიც ყოველთვის მემახსოვრება, ასევე გულშემატკივრებიც, მაგრამ ვფიქრობ, 9 წლის შემდეგ სწორი მომენტი იყო ცვლილებებისთვის“.

განცდა – „იუვეში“ ფულის გამო არ გადავსულვარ. მაგრამ „რეალში“ ისეთი სიტუაცია აღარ იყო, როგორც ადრე. კლუბში და განსაკუთრებით ფლორენტინო ისე არ მექცეოდა, როგორც ძველად. საწყის 4-5 წელიწადში მქონდა განცდა, რომ კრიშტიანუ რონალდუ ვიყავი, შემდეგ კი, ნაკლებად“.

„იუვენტუსი“ – „პატარა დეტალებია. ფული რომ მდომოდა, ჩინეთში წავიდოდი. „იუვეში“ ამის გამო ნამდვილად არ გადავსულვარ. განსხვავება ისაა, რომ „იუვენტუსს“ ჩემი დამატება ნამდვილად სურდა და ეს დამიმტკიცა“.

„ოქროს ბურთი“ – „დიახ, ჩემი ოცნებაა მეექვსე „ოქროს ბურთის“ მოგება და ლიონელ მესის გადასწრება. ვფიქრობ, წელს ეს ჯილდო დავიმსახურე“.

შემთხვევითი სიახლე

შავ-თეთრი გული

შავ-თეთრი გული

დღეს კლაუდიო მარკიზიოს იუბილეა. „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი, თუმცა, დღემდე ნამდვილი იუვენტინო 33 წლის გახდა. მარკიზიო …