მთავარი / სიახლეები / რონალდუ: “Fino alla fine, Forza Juventus!”

რონალდუ: “Fino alla fine, Forza Juventus!”

ტურინის „იუვენტუსი“ „ნაპოლისთან“ მატჩისთვის ემზადება, ხოლო კრიშტიანუ რონალდუ თავისუფალ დროს იყენებს და სოციალურ ქსელში ლაივ რეჟიმში ქომაგების კითხვებს უპასუხა.

პორტუგალიელის დიალოგი გულშემატკივრებთან ასეთი გამოდგა:

„სასტუმროში ვართ და ვისვენებთ ხვალინდელი დიდი მატჩისთვის. ეს იქნება შესანიშნავი თამაში, რომელიც უნდა მოვიგოთ. მადლობა ყველა თქვენგანს მხარდაჭერისთვის. „ნაპოლისთან“ ნამდვილად დიდებული თამაში იქნება. გეხვევით, Fino alla fine, Forza Juventus!

პუშკაშის ჯილდო? – ცხადია, ჩემი გოლი საუკეთესო იყო. თუმცა, ცხოვრება ასეთია, ზოგჯერ იმარჯვებ, ზოგჯერ მარცხდები. 15 წლის განმავლობაში ერთ დონეზე ვთამაშობ და კმაყოფილი ვარ, რაც გავაკეთე.

რა არის ჩემთვის მთავარი? – გამარჯვება! გამარჯვება და გოლების გატანა“, – განაცხადა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრა შაბათს, 20:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

შავ-თეთრი გული

შავ-თეთრი გული

დღეს კლაუდიო მარკიზიოს იუბილეა. „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი, თუმცა, დღემდე ნამდვილი იუვენტინო 33 წლის გახდა. მარკიზიო …