მთავარი / სიახლეები / რონალდუ: “ბედნიერი ვარ”

რონალდუ: “ბედნიერი ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „მილანთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელი ფეხბურთელი კმაყოფილი დარჩა გუნდისა და პირადად მისი თამაშით.

„დიახ, ბედნიერი ვარ. მოვიგეთ და ეს იყო ფუნდამენტური, რადგან გუშინ „ნაპოლიმ“ მოახერხა „ჯენოას“ დამარცხება. კარგად ვითამაშეთ, მეც გავიტანე… ნამდვილად კმაყოფილი ვარ, რომ „იუვენტინო“ ოჯახი მეხმარება.

ეს იყო მთლიანად გუნდის კარგი თამაში, „მილანთან“ დაპირისპირება ადვილი არაა. თუმცა ბევრი საგოლე შანსი გვქონდა და შესაბამისად, ეს ძალიან კარგია.

იგუაინი? – გაბრაზებული გახლდათ და უნდა გავუგოთ. სერიოზული არაფერი გაუკეთებია და არ უნდა დაისაჯოს“, – აღნიშნა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „მილანი“ მარიო მანჯუკიჩისა და კრიშტიანუ რონალდუს გოლებით დაამარცხა.

შემთხვევითი სიახლე

შავ-თეთრი გული

შავ-თეთრი გული

დღეს კლაუდიო მარკიზიოს იუბილეა. „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი, თუმცა, დღემდე ნამდვილი იუვენტინო 33 წლის გახდა. მარკიზიო …