როგორი იქნება პირლოს „იუვე“ ხელმძღვანელობამ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ რევოლუციური გადაწყვეტილება მიიღო. გუნდის შემადგენლობის გაძლიერება და გაახალგაზრდავება აუცილებელია.
პირლოს თავისი სამიზნეები უკვე ჰყავს და Corriere Dello Sport-ი ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს:
სამიზნეები შეტევაში
პირლოს „იუვე“ კრიშტიანუ რონალდუს არ შეელევა, ის გუნდის საყრდენია, როგორც ანდრეა ანიელიმ თქვა. რონალდუსთან ერთად გუნდი პაულო დიბალას გარშემო შეიქმნება, რომელიც კონტრაქტის გახანგრძლივებას ელოდება. ის ერთ-ერთია დე ლიხტთან, დემირალთან, ბენტანკურთან და ახალწვეულ არტურთან და კულუსევსკისთან ერთად, რომლებიც გუნდში ახალგაზრდები არიან. შეტევაში „იუვე“ ფედერიკო კიეზას და ნიკოლო ძანიოლოს ვარიანტებს განიხილავს, ასევე პრინციპული სამიზნეა დუვან საპატა, თუმცა ძვირი. მისი ალტერნტივა რაულ ხიმენესი და არკადიუშ მილიკი არიან. „ნაპოლი“ ამ უკანასკნელში 20 მილიონ ევროს და კრისტიან რომეროს ან ფედერიკო ბერნარდესკის ითხოვს.
სამიზნეები ნახევარდაცვაში
ნახევარდაცვაში კულუსევსკი და არტური ორი ახალწვეულია. ასევე შეიძლება იყოს სანდრო ტონალი, თუმცა მისთვის ბრძოლაში ინტერი წინაა. არ უნდა დავივიწოთ მანუელ ლოკატელიც. ოცნება კი შესაძლოა ისკოს უკავშირდებოდეს, რომელიც ფაბიო პარატიჩის და თავად პირლოს ძალიან მოსწონთ. თუმცა „რეალთან“ მოლაპარაკება რთული იქნება, ისევე როგორც ძვირი.
სამიზნეები დაცვაში
დაცვაში ბონუჩის, დე ლიხტისა და დემირალის პოზიციები ურყევია. კიელინი უკვე ასაკშია, მძიმე ტრავმა ჰქონდა და ამიტომ რისკია, საჭიროა კიდევ ერთი მცველი. ეს შეიძლება იყოს კრისტიან რომერო, რომელიც „ჯენოაში“ იჯარითაა. მაგრამ ასევე სასარგებლოა გაცვლისთვის. ხუან კუადრადო ისევ დაცვაში იქნება თუ შეტევაში? ეს ჯერ უცნობია, ალექს სანდროს ალტერნატივა სჭირდება, ტურინელებს ემერსონ პალმიერი მისწონთ და „ინტერთან“ აქვთ დუელი, მაგრამ „კალიარიში“ ასევე იჯარითაა ლუკა პელეგრინი. დანიელე რუგანი კი სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით გუნდიდან წავა.