ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი როდრიგო ბენტანკური გამოჯანმრთელდა. ურუგვაელს კორონავირუსი ჰქონდა, მაგრამ დაავადების დამარცხება მოახერხა.
როდრიგო უკვე სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაშია და გუნდთან ერთად “ბენევენტოსთან” მატჩისთვის ემზადება. იტალიური მედიის ცნობით, ის სათადარიგო სკამზე იქნება, რადგან ძირითადში სათამაშოდ ჯერ მზად არ არის.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსი” – “ბენევენტოს” 21 მარტს, თბილისის დროით 18:00 საათზე უმასპინძლებს.