ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა აარონ რემზიმ „ვერონასთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. უელსელი ფეხბურთელის განცხადებით, ცდილობენ, რომ ახალი სათამაშო სისტემა შეისწავლონ.
„რთული თამაში იყო, ისინი მთელ მოედანზე პრესინგირებდნენ, ვაგებდით, მაგრამ მოვახერხეთ გათანაბრება და მოგება ვცადეთ. ვცდილობთ ვისწავლოთ ახალი სათამაშო სისტემა და უნდა გავაუმჯობესოთ და ბალანსი ვიპოვოთ.
ჩემი პოზიცია? ვცდილობ გუნდს დაცვაშიც დავეხმარო, ეს ჩემი ერთ-ერთი თვისებაა. ახლა „ბარსელონასთან“ მატჩი გველოდება, რთული თამაში იქნება, მაგრამ შინ ვითამაშებთ და „ვერონასთან“ თამაშის შედეგის გამო რეაგირება უნდა მოვახდინოთ და შესანიშნავი თამაში ჩავატაროთ“, – თქვა რემზიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩი 28 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ გამართავს.