სანაკრებო შეკრებებიდან “იუვენტუსის” ფეხბურთელების ირგვლივ ცუდი ამბები არ წყდება. კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი დაუდასტურდა და ანდრეა პირლოს გუნდს გარკვეული ხნით დააკლდება, ამის შემდეგ კი აარონ რემზი დაშავდა.
უელსის ნაკრების შეკრება რემზიმ ტრავმის გამო დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია დაზიანება, მაგრამ ფაქტია, აარონი დღეს ბულგარეთთან არ ითამაშებს და იტალიაში დაბრუნების შემდეგ სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება.
რემზიმ მიმდინარე სეზონში “იუვენტუსში” ორი თამაში ჩაატარა და ორჯერვე ძირითად შემადგენლობაში იყო.