მთავარი / სიახლეები / რატომ იტირა დიბალამ “ბოლონიასთან” გოლის შემდეგ?

რატომ იტირა დიბალამ “ბოლონიასთან” გოლის შემდეგ?

პაულო დიბალამ “ბოლონიასთან” 144-დღიანი მშრალი სერია დაასრულა და მიმდინარე სეზონშიც შესაბამისად, პირველი გოლი გაიტანა. რა თქმა უნდა, გოლი ყოველთვის გასახარია და მითუმეტეს ასეთ მდგომარეობაში და პაულოსაც გაუხარდა.

მეტიც, იტირა კიდეც. თუმცა, ამის მიზეზი მშრალი სერიის დასრულება არ ყოფილა. საქმე იმაშია, რომ გუშინ დიბალას მამის გარდაცვალების თარიღი იყო. 2009 წლის 26 სექტემბერს, არგენტინელის მამა სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა და გარდაიცვალა.

შესაბამისად, დიბალამ გატანილი გოლი ზუსტად 9 წლის წინ გარდაცვლილ მამას მიუძღვნა და ცრემლებიც მას ეკუთვნოდა.

შემთხვევითი სიახლე

იტალიის სუპერთასის მატჩის ჩატარების თარიღი ცნობილია

იტალიის სუპერთასის 2020 წლის მატჩი 2021 წლის 20 იანვარს გაიმართება. Lega Calcio-მ ეს ინფორმაცია ოფიციალურად …

ანდრეა პირლო: “ადაპტაციისა და ექსპერიმენტების დრო ამოიწურა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო „კალიარისთან“ მატჩამდე Juventus TV-ს ესაუბრა. როგორც მან განაცხადა, ექსპერიმენტებისა …