მთავარი / სიახლეები / რანიერი: “რონალდუ იტალიურ ფეხბურთს კრიზისიდან გამოიყვანს”

რანიერი: “რონალდუ იტალიურ ფეხბურთს კრიზისიდან გამოიყვანს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერს დიეგო მარადონას „ნაპოლიში“ გადაბარგებას ადარებს.

გამოცდილი სპეციალისტის აზრით, პორტუგალიელი იტალიურ ფეხბურთს რთული პერიოდის დაძლევაში დაეხმარება.

„კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი იტალიურ ფეხბურთს კრიზისიდან გამოიყვანს. შემიძლია შევადარო „ნაპოლიში“ მარადონას ტრანსფერს.

მოურინიო? – დიდი მწვრთნელი და ადამიანია. „ნული ტიტულის“ დაპირისპირება წლებია არსებობს.

„ლესტერი“? – ეს მხოლოდ სასიამოვნო წარსულია, რომელსაც რთულ მომენტებში ვიხსენებ. მინდა მომავალზე ვიფიქრო, მწვრთნელობა ისევ მსურს იტალიაში ან უცხოეთში. თუმცა, ინგლისში მუშაობა ყოვე;თვის შესანიშნავია“, – განაცხადა რანიერიმ.

შემთხვევითი სიახლე

ტაკონი: “ფულზე უარი ვთქვი და “იუვენტუსში” დავრჩი”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მეკარე სტეფანო ტაკონი (1983-1992) ლეგენდარულ კოლეგა ჯანლუიჯი ბუფონს კარიერის დასრულებას ურჩევს. მისი …