მთავარი / სიახლეები / რამპულა: “ბუფონი? ფეხბურთიდან წასვლა რთულია”

რამპულა: “ბუფონი? ფეხბურთიდან წასვლა რთულია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარემ მიქელანჯელო რამპულამ იტალიურ მედიასთან კრიშტიანუ რონალდუს, მატია პერინისა და ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ ისაუბრა.

რამპულას განცხადებით, კარიერის დასრულება რთული გადასაწყვეტია, ხოლო პერინმა კარგი არჩევანი გააკეთა:

რონალდუს გოლი „ემპოლისთან“? – სავარაუდოდ, ბურთმა უცნაური ტრაექტორია მოახაზა და პროვედელიც ამის გამო დაიბნა. ეს იყო საოცარი დარტყმა. კრიშტიანუ გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. სეზონის სტარტზე გოლები ვერ გაჰქონდა, მაგრამ მაშინაც ასე იყო, რადგან თანაგუნდელებს ზონებს უთავისუფლებდა. ის დიდი ჩემპიონია არამარტო მოედანზე, არამედ მოედნის მიღმაც. ბევრს ვარჯიშობს და ფიზიკურად ძალიან ძლიერია.

პერინი? – დიდებული მეკარეა. „იუვენტუსში“ გადასვლა ვფიქრობ სწორი არჩევანი იყო, რადგან დიდი მომავალი აქვს.

ბუფონი? – ფეხბურთისთვის თავის დანებება რთულია. ვფიქრობ, კარგი არჩევანი გააკეთა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ცოტას თამაშობს, ოდნავ ართულებს სიტუაციას. მე კარიერა „იუვენტუსში“ დავასრულე“, – თქვა რამპულამ.

აქვე გეტყვით, რომ მიქელანჯელო რამპულა „იუვენტუსის“ ღირსებას 1992-2002 წლებში იცავდა.

შემთხვევითი სიახლე

პარატიჩი: “მწვრთნელმა იცის, როგორ გაუმკლავდეს ღრმა შემადგენლობას”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ გუნდის ღრმა შემადგენლობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ეს პრობლემა …

პაველ ნედვედი: დიბალა ჩვენი გუნდის ნაწილია

პაველ ნედვედი: დიბალა ჩვენი გუნდის ნაწილია

ტურინის იუვენტუსის ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი ჟურნალისტებს ჩემპიონთა ლიგის მატჩის დაწყებამდე ესაუბრა და მათ მიერ დასმულ …