საფეხბურთო აგენტმა მინო რაიოლამ დიეგო მარადონაზე ისაუბრა და თქვა, რომ ყველაზე დიდი გამარჯვება, რომელიც მარადონამ „ნაპოლის“ მოუტანა, „იუვენტუსში“ გადასვლაზე უარის თქმა იყო.
„ჩემთვის მარადონა რაღაც განსხვავებულია, რადგან მოგეხსენებათ, რომ ჩემი ოჯახი ნეაპოლიდანაა და სხვაგვარად ვცხოვრობდით. მან დაგვიბრუნა ღირსება, ამაყები გაგვახადა, რომ ნეაპოლელები ვართ და რაღაცის იმედი გაგვიჩინა. მან არ მიიღო „იუვენტუსის“ ფლირტაობა და ეს ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გამარჯვებები. ის უნიკალური პერსონაჟი იყო, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ“, – თქვა რაიოლამ.
შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა ორი დღის წინ გულის შეტევით გარდაიცვალა.