მთავარი / სიახლეები / სერია A / რაბიო: “ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ”

რაბიო: “ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ „ნაპოლისთან“ (2:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგი ნახევარმცველის განცხადებით, ამ თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. რთულ პერიოდში ვართ, მაგრამ კარგად ვითამაშეთ შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ და ორივე ტაიმი კარგად ჩავატარეთ. როდესაც გაგვიჭირდა, ერთად გამოვიარეთ მატჩის რთული მომენტები.

მათ შეტევის კონსტრუქცია დაცვიდან სურდათ და ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო მაღალი პრესინგის თამაში, ჩვენ ეს ყველამ ერთად გავაკეთეთ. დიბალა? მის გამო ბენდიერები ვართ, მისთვის ადვილი სეზონი არ არის, მაგრამ ახლა შეუძლია მოედანზე დაგვეხმაროს და ეცდება ბევრი გოლი გაიტანოს“, – თქვა რაბიომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 59 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას კვირას „ჯენოასთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …