ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლით 58 მილიონი ევრო უკვე გამოიმუშავა. ეს თანხა ტურინელებმა მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე გასვლით და გასული სეზონის რეიტინგით მიიღეს – მეექვსე ადგილი.
თუმცა, ცხადია, ეს საბოლოო მონაცემები არაა და ფულადი პრიზი უეფასგან გაიზრდება თითოეულ მოპოვებულ ქულაზე.
Tuttosport-ის ცნობით, „ბებერი სინიორა“ ჯგუფში მინიმუმ 12 ქულის დაგროვების შემთხვევაში დამატებით 20 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო პლეი-ოფში ეს თანხმა გაიზრდება.
მაგალითისთვის, გასულ სეზონში შემოსავალმა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობიდან 94 მილიონ ევროს მიაღწია. საშუალოდ კი, ბოლო 6 წელიწადში ეს რაოდენობა 80.6 მილიონ ევროს შეადგენს.