ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პორტუსა“ და „იუვენტუსის“ მატჩს ესპანელი მსაჯების განსჯიან.
მთავარი არბიტრი კარლოს დელ სერო გრანდე იქნება, ხოლო მას ხუან კარლოს იუსტე და რობერტო ალონსო ფერნანდესი დაეხმარებიან. VAR-ის ოთახში ალეხანდრო ერნანდესი იმუშავებს.
„იუვენტუსის“ მატჩი დელ სერო გრანდეს აქამდე ერთადერთხელ განუსჯია. 2019 წელს ამსტერდამში „აიაქსთან“ მატჩი, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ „პორტუ“ – „იუვენტუსის“ თამაში 17 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.