მთავარი / სიახლეები / “პორტუ” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“პორტუ” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ტურინის „იუვენტუსმა“ „პორტუსთან“ 1:2 წააგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით, რომელიც ფედერიკო კიეზას გარდა, ყველას ძალიან დაბალი აქვს.

შჩესნი 4.5 – შეცდომა ბენტანკურისაა, მაგრამ პოლონელმა რეაქცია დაგავიანა და შედგომაც დაბნეული თამაშობდა.

დანილო 6 – ალბათ ერთადერთი, ვინც ამ შემთხვევაშიც ნორმალურად ითამაშა.

დე ლიხტი 5 – უცნაურად გაიჭურდა. ხშირად აგვიანებდა და ფაზებს მიღმა თამაშობდა, როგორც მეორე გოლის მომენტში გამოჩნდა.

კიელინი 5 – მან ნახევარი საათი ითამაშა, მაგრამ კატასტროფულად. ნებისმიერ შემთხვევაში, შეუძლებელია ის ფლეიმეიქერი იყოს…

დემირალი 5.5 – მან თამაშში შეიტანა ბრაზი, რომელიც თითქოს დაკარგული იყო, მაგრამ მარეგას გოლის მომენტში მანაც დააგვიანა.

ალექს სანდრო 4.5 – მთელ ფლანგი ჩაბარებული ჰქონდა, როგორც კარგ დროს, მაგრამ ის აღარ განიცდის კარგ პეიოდს. მეორე გოლის დროს ძალიან ინერტულად ითამაშა.

კიეზა 6.5 – ისევ ერთადერთია, რომელიც სახიფათო მომენტებს ქმნიდა და სასიცოცხლო მნიშვნელობის გოლი გაიტანა.

ბენტანკური 4 – არის შეცდომებიც და შეცდომების. მაგრამ რამდენიმე წამში ასეთი თამაში აბსოლუტურად მიუღებელია და რაც მთავარია, მიმდინარე სეზონში უკვე რამდენჯერმე დაუშვა მსგავსი შეცდომა, უბრალოდ სხვა შემთხვევებში მეტოქეებმა ვერ ისარგებლეს.

რაბიო 5.5 – ყოველთვის ერთი და იგივე, განსაკუთრებული შეცოდმები გარეშე, მაგრამ გუნდსაც ვერ ლიდერობს, როცა ეს საჭიროა. მეორე გოლში ის მაყურებლსი რანგში მოგვევლინა,მაგრამ შეცდომა კიეზაზე საგოლე პასით გამოისყიდა.

მაკკენი 5 – სამუშაო ყოველთვის იგივეა, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით თამაშობდა.“პორტუს“ მეორე გოლში ბრალი მასაც მიუძღვის.

მორატა 6 – განსაკუთრებული ვერაფერი შექმნა, მაგრამ ფაქტია, მისმა გამოსვლამ „იუვეს“ თამაშში რაღაც სინათლე შეიტანა.

კულუშევსკი 4.5 – ცოტა მარცხნივ, ცოტა მარჯვნივ, ცოტა ცენტრში, საჯარიმოში არასდროს. მისი თამაში უკვე გაუგებარი ხდება.

რემზი შ.გ – ტრავმის შემდეგ უელსელი დაბრუნდა.

რონალდუ 4.5 – პორტუგალიელისთვის ძალიან ცუდი თამაში იყო, მან ვერაფერი შექმნა. ბოლოს პენალტი თითქმის მოიპოვა, მაგრამ მსაჯმა თამაში დაასრულა.

პირლო 4.5 – მიდგომა, მიდგომა, მიდგომა. ამაზე ვსაუბრობთ და კვლავ ვისაუბრებთ. „იუვე“ მოედანზე ისე გავიდა, თითქოს ბაზაზე ამხანაგურ მატჩს ატარებდა. გარკვეულწილად მეორე გოლის დროს დაშვებული შეცდომა კიდევ უფრო სერიოზულია. მოკრძალებული „პორტუს“ წინააღმდეგ „იუვენტუსის“ რეაგირების სანახავად ახლა მეორე მატჩს უნდა დაველოდოთ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …