მთავარი / სიახლეები / პოლ სქოულზი: “პოგბას “იუვეში” პირლო და მარკიზიო ჰყავდა, “იუნაიტედში” კი – არავინ”

პოლ სქოულზი: “პოგბას “იუვეში” პირლო და მარკიზიო ჰყავდა, “იუნაიტედში” კი – არავინ”

ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული ნახევარმცველი პოლ სქოულზი პოლ პოგბასა და „იუვენტუსის“ შესახებ საუბრობს. ვეტერანი ინგლისელის განცხადებით, პოგბას „იუვეში“ შესანიშნავი თანაგუნდელები ჰყავდა, ხოლო „მანჩესტერში“ მის გვერდით მსგავსი არავინაა.

სქოულზის განმარტებით, ძალიან მოსწონდა ანდრეა პირლოს თამაში „ბებერი ქალბატონის“ რიგებში:

„პოგბა უკვე 25 წლისაა და მატჩში რამე განსაკუთრებული უნდა გააკეთოს: შესანიშნავი პასი, საოცარი ფინტი ან დრიბლინგი. თუმცა, 5 წუთის შემდეგ შეცდომას უშვებს, თითქოს მისი ტვინი გათიშულია, რადგან უკვე აჩვენა ყველას, თუ რამდენად მაგარია.

ეს „იუვენტუსში“ არ ხდებოდა, რადგან ის გუნდში პატარა თევზი იყო, რომელსაც გვერდით ისეთი ქარიზმატული და გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავდა, როგორებც ბუფონი, პირლო, ბონუჩი, კიელინი და მარკიზიო არიან.

ის გუნდი ძალიან მიყვარდა. განსაკუთრებით პირლო და მისი მშვიდი თამაში. პოგბა იყო დიდი ჯგუფის ნაწილი, მაგრამ მივიდა „იუნაიტედში“, სადაც არავინ აკონტროლებს ისე, როგორც „იუვეში“.

რონალდუ თუ მესი? – რონალდუ ძლიერია, დიდი ძალაუფლების ფეხბურთელია და ნამდვილი ბომბარდირი. თუმცა, მესის საფეხბურთო თვისებები ყველაფერზე მეტყველებენ“, – განაცხადა სქოულზმა ESPN-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ სულ მალე, “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგაზე სწორედ “მანჩესტერს” შეხვდება. 23 ოქტომბერს, “ოლდ ტრაფორდზე”, ხოლო 7 ნოემბერს, ტურინში.

 

შემთხვევითი სიახლე

როგორი იქნება პირლოს “იუვე”? სატრანსფერო გეგმები

როგორი იქნება პირლოს „იუვე“ ხელმძღვანელობამ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ რევოლუციური გადაწყვეტილება მიიღო. გუნდის შემადგენლობის გაძლიერება …

გალიანი: “პირლოს დიდი სამწვრთნელო კარიერა ექნება”

ადრიანო გალიანი ანდრეა პირლოს „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შესახებ საუბრობს. „მონცას“ გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, …