მთავარი / სიახლეები / პოლ პოგბა: “ტურინი ჩემი სახლია”

პოლ პოგბა: “ტურინი ჩემი სახლია”

პოლ პოგბა „იუვენტუსთან“ შეხვედრას განსაკუთრებულად ელოდება. ფრანგმა ნახევარმცველმა RMC Sport-თან საუბარში აღნიშნა, რომ ტურინი მისი სახლია და „იუვესთან“ განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებს.

„ველოდები „იუვენტუსთან“ შეხვედრას, ეს იქნება გიჟური თამაში. ზაფხულში ჩემს ძმას ვუთხარი: წარმოიდგინე „იუვესთან“ ერთად ჯგუფში ვართ!

ჩემთვის ეს სასიამოვნოა, რადგან ტურინი ჩემი სახლია. იქ გავიტანე პირველი გოლი პროფესიონალურ კარიერაში. „იუვეს“ ფეხბურთელებთან ახლაც მაქვს კონტაქტი, კუადრადოსთან, დიბალასთან, ბონუჩისთან. ჩვენ ოჯახივით ვიყავით და ბუნებრივია, რომ ურთიერთობა ისევ გვაქვს.

როდესაც პირლოსთან, ბუფონთან და კიელინისთან ახლოს ხარ, შეგიძლია მათგან ძალიან ბევრი ისწავლო. ყოველ ვარჯიშზე ვაკვირდებოდი. განსაკუთრებულ ფეხბურთელებსაც შეუძლიათ მათგან სწავლა“, – განაცხადა პოგბამ.

შეგახსენებთ, რომ პოგბა „იუვენტუსში“ 2012-2016 წლებში თამაშობდა. „მანჩესტერი“ ტურინს 7 ნოემბერს ეწვევა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

პლატინი: “იუვენტუსში” არ დავბრუნდები”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდამ მიშელ პლატინიმ გუნდში დაბრუნება გამორიცხა. ფრანგის განცხადებით, შეუძლებელია დაბრუნდეს იქ, სადაც სიყვარული …

ემრე ჯანი: “კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ არ დავნებდები”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ემრე ჯანი უკმაყოფილოა. გერმანელი ფეხბურთელი თავს ბედნიერად ვერ გრძნობს, რადგან სათამაშო პრაქტიკას …