მთავარი / სიახლეები / პოგბა: “მეტოქის გასახდელში შესვლა უცნაური იყო”

პოგბა: “მეტოქის გასახდელში შესვლა უცნაური იყო”

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ „იუვენტუსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგის განცხადებით, ტურინში დაბრუნება ემოციური მომენტი გახლდათ:

„აქ დაბრუნება შესანიშნავი იყო, თუმცა უცნაური გრძნობა დამეუფლა, როდესაც მეტოქის გასახდელში შევედი. მინდოდა „იუვეს“ გასახდელში შევსულიყავი. ტიფოზები? – ემოციური გახლდათ, მაკლდა ეს და იტალიური ფეხბურთი. შესანიშნავი იყო ამ მოედანზე დაბუნება, სადაც უამრავი ტიტული მოვიგე.

რა მითხრეს ყოფილმა თანაგუნდელებმა? – მომავალში ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ. დაბრუნება ტურინში? – ვნახოთ, ამ ეტაპზე „მანჩესტერის“ წევრი ვარ და ამით კმაყოფილი ვარ“, – განუცხადა პოგბამ Rai Sport-ს.

შემთხვევითი სიახლე

პირლოს “იუვენტუსში” ისკოს დამატება უნდა

„იუვენტუსს“ ისკოს უკავშირებენ. იტალიური მედიის ცნობით, ტრანსფერის ინიციატორი ანდრეა პირლოა, რომელიც ესპანელის სტილის თაყვანისმცემელია. პირლო …

პირლომ “იუვენში” პაოლო ბერტელი დააბრუნა

ანდრეა პირლო „იუვენტუსის“ ათლეტიზმის მწვრთნელად პაოლო ბერტელის დანიშნავს. ის დანიელე ტონაჩინის შეცვლის, „მილანის“ ისტორიულ მწვრთნელს, …