პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტს არ ახანგრძლივებს და „იუვენტუსში“ დაბრუნება უნდა. The Sun-ის ინფორმაციით, ფრანგმა კვლავ დაბლოკა ინგლისელთა წინადადება ახალი ხელშეკრულების თაობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ პოლის აგენტმა მინო რაიოლამ „მანჩესტერთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების პერსპექტივაზე პოზიტიურად ილაპარაკა, როგორც ჩანს, 27 წლის ფეხბურთელი სხვაგვარად ფიქრობს.
აღსანიშნავია, რომ მას „მანჩესტერთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება და სულაც არაა გამორიცხული „იუვენტუსში“ თავისუფალი აგენტის სტატუსითაც კი დაბრუნდეს.
ყოველშემთხვევაში, იტალიური მედია წერს, რომ წელს პოგბას დაბრუნება რთული იქნება და ეს შეიძლება მომავალ ზაფხულს მოხდეს, ან უკეთეს შემთხვევაში 2021 წლის ზამთარში. შეგახსენებთ, რომ პოგბამ „იუვენტუსში“ 2012-2016 წლებში 178 მატჩში 34 გოლი გაიტანა და შემდეგ 105 მილიონ ევროდ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა.