მთავარი / სიახლეები / პოგბა: “მანჩესტერში” ბედნიერი ვარ”

პოგბა: “მანჩესტერში” ბედნიერი ვარ”

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა ინგლისში ბედნიერია და გუნდის შეცვლას არ აპირებს. ამის შესახებ ფრანგმა „იუვენტუსთან“ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩემი განვლილი გზა „მანჩესტერში“ პოზიტიურია. მოვიგეთ რამდენიმე ტიტული და პროგრესი გავაგრძელე. „მანჩესტერში“ დაბრუნება ჩემი არჩევანი იყო და არაფერს ვნანოთ. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ „მანჩესტერის“ მაისური მაცვია. ეს ჩემი მესამე სეზონია აქ და სეზონი გრძელია. მინდა, რომ ტიტულები მოვიგოთ და ჩვენ ჯერ კიდევ ვართ ბრძოლაში.

სანაკრებო პაუზის შემდეგ წინ გადავდგით ნაბიჯი. მაგალითად, „ჩელსისთან“ ძალიან კარგად ვითამაშეთ.

კრიშტიანუ „იუვესთვის“ პოზიტიური მოვლენაა. შესანიშნავია, როდესაც გუნდში ასეთი ფეხბურთელი გყავს გუნდში“, – განაცხადა პოგბამ.

შეგახსენებთ, რომ პოგბა „ალიანც სთედიუმზე“ მეტოქის რანგში პირველად ითამაშებს. შეხვედრა კი 7 ნოემბერს, 23:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

გალიანი: “პირლოს დიდი სამწვრთნელო კარიერა ექნება”

ადრიანო გალიანი ანდრეა პირლოს „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შესახებ საუბრობს. „მონცას“ გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, …

მატუიდი კარიერას ამერიკაში გააგრძელებს

ბლეზ მატუიდი ტურინის „იუვენტუს“ ტოვებს. ეს უკვე გადაწყვეტილია და მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია. ფრანგმა ამერიკულ …