„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ განაცხადა, რომ როდესაც ტურინში გადავიდა, დედამისი არწმუნებდა, რომ ინგლისში დაბრუნდებოდა.
გარდა ამისა, პოგბამ აღნიშნა, რომ ყველაზე მეტი ანდრეა პირლოსგან და პოლ სქოულზისგან ისწავლა.
„დედაჩემი ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ „მანჩესტერში“ დავბრუნდებოდი და როდესაც ეს მოხდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი. იქდავბრუნდი, როგორც ჩამოყალიბებული ფეხბურთელი და არა, როგორც პერსპექტიული ახალგაზრდა.
ყველაზე მეტი სქოულზისგან და პირლოსგან ვისწავლე. მათ შეეძლოთ თამაშის და ფეხბურთელების კონტროლი. ჩემთვის წარმოუდგენელი იყოასეთი ფეხბურთელების გვერდით თამაში“, – განაცხადა პოგბამ.