„იუვენტუსის“ ლეგენდარული ფეხბურთელი მიშელ პლატინი Gazzetta Dello Sport-ს „ინტერი“ – „იუვეს“ მატჩის წინ ესაუბრა. ფრანგმა თამაშზე, სერია A-ზე, „იუვეს“ დომინანტობაზე, კრიშტიანუ რონალდუზე, ანდრეა პირლოზე და პაულო დიბალაზე ილაპარაკა.
კრიშტიანუ რონალდუზე – რონალდუ დღევანდელი ბიჭების ნომერი პირველია, როგორც მე ვიყავი 80-იანი წლების „იუვენტუსისთვის“ და მანამდე სივორი. ის და მესი? ორი სრულიად განსხვავებული ფენომენი. ერთი პატარა და სწრაფი, მეორე მაღალი და ძლიერი. ორივე შესანიშნავი ფეხბურთელი ბოლო 15 წლის განმავლობაში.
ანდრეა პირლოზე – პირლო მოედანზე უკვე იყო მწვრთნელი და რატომ არ უნდა ყოფილიყო სათადარიგო სკამზე? ვფიქრობ, რომ მან სწორი ფილოსოფიით დაიწყი, ყოველთვის ეძებს სანახაობას და გოლებს. მიეცით დრო, მნიშვნელოვანი იქნება როგორ მართავს გუნდს, კარგია, როდესაც რომანტიკოსი მწვრთნელები არსებობენ.
„ინტერი“ – „იუვეს“ მატჩზე – „იუვე“ კრიშტიანუ რონალდუს გოლით 1:0-ს მოიგებს. ამაღელვებელი იქნება. „იუვეს“ ჰყავს რონალდუ, რომელიც ყველგან ფენომენალური, გადამწყვეტი და ფანტასტიკურია. ამ მხეცური სხეულით, ამ მენტალიტეტით, პროფესიონალური დამოკიდებულები, რამაც ის 36 წლის ასაკამდე ამ დონემდე მოიყვანა.
„იუვეს“ დომინაცია – წარმოუდგენელია, გასაოცარია. მენტალიტეტი არის ის, რომ ყოველთვის მეტი უნდათ. მეათე სკუდეტო და შემდეგ კიდევ სკუდეტო, თუ მომწონს ეს დომინაცია? მე კი, თუ „იუვე“ იმარჯვებს, მომწონს, რადგან მიყვარს, მაგრამ თუ იტალიური ფეხბურთიც გიყვარს, კარგია სხვა გუნდებიც თუ მოიგებენ.
დიბალაზე – ძალიან მომწონს. ის მარადონას, სივორის, ნეიმარის კატეგორიაში შედის. შეიძლება, ნაკლები ტალანტი ჰქონდეს, მაგრამ ვნახოთ. ის არ არის რონალდუ, არ არის მედი და არ არის რეჟისტა, მაგრამ 10 ნომერია, რომელმაც წინ უნდა ითამაშოს.
სკუდეტო – საყურადღებოა „მილანი“, რომელსაც ყოველთვის კარგი შედეგები აქვს, პირველია და არ გაჩერდება. წელს სერია A დაძაბული იქნება.