„იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მიშელ პლატინიმ ანდრეა პირლოს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისგან უბრალოდ მატჩების ითხოვს. ფრანგის აზრით, ამას დიპლომი და დიდი სამწვრთნელი სტაჟი არ სჭირდება.
„რას მოვთხოვ პირლოს? მატჩების მოგებას. ის მოედანზე ძალიან კარგი იყო, ანიელიმ იცოდა, ვინ იყო მინდორზე შესანიშნავი და ამიტომაც დანიშნა. მას არ სჭირდება დიპლომი ან კოვერჩანოს 20-წლიანი პროფესიონალიზმი თამაშების მოსაგებად“, – თქვა პლატინიმ.
შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლოს ხელმძღვანელობით „იუვენტუსმა“ ჯერ მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა, ერთი მოიგო და ერთხელ ფრე ითამაშა.