მთავარი / სიახლეები / პირველი დაკარგული ქულები

პირველი დაკარგული ქულები

„იუვენტუსი“ შეაჩერეს, შეჩერდა. როგორც უნდა იყოს, ფაქტი უცვლელი რჩება: მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველი თამაში ვერ მოიგო. ეს, რა თქმა უნდა გარდაუვალი იყო, რადგან ფეხბურთში შეუძლებელია ყველა თამაშის მოგება, მაგრამ ნაკლებად იყოს მოსალოდნელი დღეს. მეტოქე „ჯენოა“ იყო, რომელსაც ბოლო 8 წელიწადში საუკეთესო სტარტი აქვს, მაგრამ არც ისეთი ძლიერია, რომ ტურინში ქულა მოეპოვებინა.

თუმცა, ვინც თამაშს უყურა, ალბათ, დაგვეთანხმება, რომ „იუვე“ არ იყო სამი ქულისთვის ისე მოწადინებული, როგორც „ჯენოა“ თუნდაც ერთი ქულისთვის. იბრძოლა, იომა და შედეგიც მიიღო იავნ იურიჩის გუნდმა.

თითქოს მასიმილიანო ალეგრის გული უგრძნობდა. იტალიელმა სპეციალისტმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ პირველი მატჩი ყოველთვის რთული სათამაშო იყო და თანაც, „ჯენოა“ ადვილად არაფერს დათმობდა. მართალი გამოდგა ალეგრი.

ტურინელებმა კი ფეხბურთი მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშეს. მერე გაჩერდნენ და ბუნებრივია, რომ დაისაჯა. კრიშტიანუმ მორიგი გოლი გაიტანა და უკვე მე-18 წუთზე დააწინაურა თავისიანები. სხვათა შორის, პორტუგალიელი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ტოპ 5 ჩემპიონატებში 400 გოლის გატანა შეძლო. წარმოუდგენელი ციფრია, მაგრამ რონალდუმ ეს მოახერხა. თამაშს დავუბრუნდეთ და ვთქვათ, რომ „იუვემ“ სეზონში ყველაზე ცუდი თამაში აჩვენა.

თითქოს, ზედმეტად თავდაჯერებული იყო გუნდი და ძალების მაქსიმალური დაზოგვით სურდათ ქულების მითვლა. გაშვებული გოლი საერთოდ ცალკე საუბრის თემაა. მთელი გუნდი მოდუნდა, კონცენტრაცია აბსოლუტურად არ არსებობდა. შედეგად, კუამემ ბურთი კუთხურზე არ გაუშვა, დაუბრკოლებლად ჩააწოდა და იქ დანიელ ბესამ ახლოდან გაიტანა. ეს 68-ე წუთზე მოხდა. დრო იყო, ალეგრიმ ცვლილებებით სცადა თამაშის სურათის შეცვლა, მაგრამ ეს „იუვეს“ დღე არ იყო. „ჯენოამ“ თავი იმდენად კარგად დაიცვა, რომ დარჩენილ დროში მასპინძლებს რეალური საგოლე მომენტი არც ჰქონიათ. იყო რამდენიმე სახიფათო დარტყმა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ისეთი, რასაც საგოლე მომენტი ჰქვია.

შედეგად, „იუვენტუსმა“ ყველა ტუნრირის ჩათვლით ზედიზედ 10 გამარჯვების შემდეგ პირველად ვერ მოიგო. წინ კი, გაცილებით რთულია მატჩი და მეტოქეა, ვიდრე „ჯენოა“ გალხავთ. ჩემპიონთა ლიგაზე, „ოლდ ტრაფორდზე“, „მანჩესტერ იუნაიტედი“.

„იუვენტუსი“ – „ჯენოა“ 1:1 (1:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, ბენატია, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი (დიბალა 71); კუადრადო (დუგლას კოშტა 59), მანჯუკიჩი (ბერნარდესკი 81), რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„ჯენოა“ (3-5-2): რადუ; ბირასკი, რომერო, კრიშიტო; პერეირა (გუნტერი 79), რომულო, სანდრო, ბესა (ჰილიემარკი 82), ლაზოვიჩი; პიონტეკი, კუამე (85)

მწვრთნელი: ივან იურიჩი

გოლები: 1:0 რონალდუ (18), 1:1 ბესა (67)

გაფრთხილება: ბენატია (30) – რომერო (9), კრიშიტო (71), პანდევი (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 5 (2) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 8:2 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ფედერიკო ლა პენა

შემთხვევითი სიახლე

დელ პიერომ პირობა შეასრულა და კაპუტო ვახშამზე დაპატიჟა

ალესანდრო დელ პიერომ „სასუოლოს“ თავდამსხმელი ფრანჩესკო კაპუტო ვახშამზე დაპატიჟა. კაპუტოს ბავშვობის კუმირი დელ პიეროა, მაგრამ …

პირლო: “ბედნიერი ვარ ოჯახში დაბრუნებით”

ტურინის „იუვენტუსმა“ ანდრეა პირლო 23-წლამდე გუნდის მწვრთნელად წარადგინა და იტალიელმა პირველი პრესკონფერენცია გამართა. პირლოს განცხადებით, …