პაულო დიბალა ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაშია და სერია A-ში მოედნიდან უგოლოდ აღარ გადის.
„ლა ჯოიამ“ „ტორინოსაც“ გაუტანა და უკვე ზედიზედ მეხუთე ტურია გოლს იტანს („ინტერთან“, „ბოლონიასთან“, „ლეჩესთან“, „ჯენოასთან“, „ტორინოსთან“). ასეთი კარგი სერია კი პაულოს „იუვენტუსში“ თამაშის პერიოდში პირველად აქვს და სერია A-ს ზედიზედ ხუთ მატჩში პირველად გაიტანა.
მთლიანობაში მის ანგარიშზე 11 გოლია იტალიის ჩემპიონატში, ყველა ტურნირის ჩათვლით – 17.