ანდრეა პირლო ახლახან დაინიშნა მთავარ მწვრთნელად, მაგრამ ისეთ ადამიანს, როგორიც ისაა, ყოველთვის აქვს ნათელი იდეები. ასევე იქნება სატრანსფერო ბაზრის თვალსაზრისით.
ანდრეა მწვრთნელობამდე ტელევიზიაში სატელევიზიო ექსპერტად მუშაობდა და იქ მარიო მანჯუკიჩზე ამბობდა, რომ არ შეიძლებოდა „იუვეში“ ცენტრფორვარდი ის ყოფილიყო. კრიშტიანუ რონალდუს კი ბოლომდე გასახსნელად ისეთი ფეხბურთელი სჭირდებოდა, როგორიც ისკო იყო.
ასე რომ, რაც წლების განმავლობაში იყო საბაზრო ოცნება, ახლა შეიძლება კონკრეტული მიზანი გახდეს. ისკო დიდი ხანია „რეალში“ შეუცვლელი ფიგურა აღარაა და შესაძლოა ზინედინ ზიდანმა მისი გასხვისება გადაწყვიტოს. ეს ჰიპოთეზა უკვე გაჩნდა და ამის შესახებ Calciomercato წერს.
ამავდროულად, გუშინ მადრიაში პირლოსა და კლუბის სრულ მენეჯმენტს შორის ხანგრძლივი სამიტი შედგა. დღის წესრიგში იყო ტექნიკური პერსონალის შემადგენლობის გეგმა, რომელშიც მონაწილეობას რობერტო ბარონიო, მაგრამ არა როგორც მწვრთნელის ასისტენტი და ანტონიო გალიარდი მიიღებენ. გარდა ამისა, იგეგმება სატრანსფერო ამბებიც. ისკო პირლოს ძალიან მოსწონს, ის იმ ფეხბურთს თამაშობს, რომელიც პირლოს ფეხბურთია.
გუშინვე იტალიურ მედიაში ნიკოლო ძანიოლოსა და სანდრო ტონალის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია. ტურინელთა სატრანსფერო პოლიტიკაც პირლოს მოსვლით იცვლება. ყველაფერი დროთა განმავლობაში უფრო გამოჩნდება.