„იუვენტუსს“ ისკოს უკავშირებენ. იტალიური მედიის ცნობით, ტრანსფერის ინიციატორი ანდრეა პირლოა, რომელიც ესპანელის სტილის თაყვანისმცემელია.
პირლო ახლო წარსულში ისკოზე ამბობდა, რომ სწორედ ის იყო ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და კრიშტიანუ რონალდუს უკეთ ასათამაშებლად საჭირო.
ესპანელი დაახლოებით 70 მილიონი ევრო ღირს. „იუვე“ ტრანსფერში პაულო დიბალას ჩართვას გამორიცხავს, ის კონტრაქტს გაახანგრძლივებს და გუნდში დარჩება. სამაგიეროდ, განიხილება აარონ რემზის გარიგებაში ჩართვა.
ამ ეტაპზე მეტი კონკრეტული არაფერია. ისკო „რეალის“ ძირითადში იშვიათად ხვდება და არაა გამორიცხული ზინედინ ზიდანი მას შეელიოს.