ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ნაპოლისთან“ (0:1) მატჩს შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა კარგად ითამაშა და წაგება არ დაუმსახურებია.
„წავაგეთ ისე, რომ ჩვენს კარში მათ არასდროს დაურტყამთ და ერთი საეჭვო ეპოზოდის გამო. დასანანია, რომ გოლის გატანა ვერ შევძლით, მაგრამ თამაშით კმაყოფილები ვართ, გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა.
პირველ ტაიმში ბურთს ნელ ტემპში ვფლობდით და ამით მეტოქეს შანსი მივეცით პოზიციებზე განლაგებულიყვნენ. ეს იყო პირველ ტაიმში ერთადერთი პრობლემა, მიუხედავად ამის, მეტოქისთვის საგოლე შანსი არ მიგვიცია. მეორე ტაიმში ბევრი საგოლე შანსი შევქმენით, მაგრამ ვერ გავიტანეთ.
მსაჯობა? თუ მატჩის განმავლობაში მეკარეს ყვითელ ბარათს არ უჩვენებ, ის დროის გაყვანას გააგრძელებს. რატომ მიმაჩნია პენალტი საეჭვოდ? იმიტომ, რომ საჯარიმოში სხვანაირი კონტაქტი არ შეიძლებოდა. მინდა ვნახო რა მოხდებოდა მსგავს ეპიზოდში ჩვენს სასარგებლოდ. იქნებოდა, უფრო მეტი პოლემიკა, ვიდრე ახლა, როდესაც ასეთი პენალტი ჩვენს კარში დაინისნა. არ ვიცი, დაგვინიშნავდნენ თუ არა ასეთი სახის პენალტს. წინ უნდა წავიდეთ, თამაშით კმაყოფილები ვართ. ასევე საეჭვო იყო დი ლორენცოს მეორე ყვითელი ბარათის ეპიზოდიც, მაგრამ ისე ხდება, რომ როდესაც „იუვე“ თამაშობს, ბევრი ეპიზოდი განსხვავებულად ფასდება, რადგან ჩვენზე ყოველთვის ყველა საუბრობს. ახლა მხოლოდ წინ უნდა ვიყუროთ.
შეიძლება, როდესაც ამდენს თამაშობ, დაღლილობა იყოს, მაგრამ თამაში მაინც კარგი გვქონდა. უბრალოდ, დამაგვირგვინებენ ფაზაში მხოლოდ უფრო მეტად კარგები უნდა ვყოფილიყავით.
მხოლოდ მეექვსე შედეგიანი შეტევა სეზონში? გავიტანეთ გოლები, რომლებიც უნდა გაგვეტანა. საბოლოოდ, ვინც ყველაზე მეტს ვინც იტანს, ჩემპიონატში გამარჯვებას ყოველთვის ვერ იმარჯვებს. მნიშვნელოვანია საგოლე მომენტების შექმნდა და ერთი გოლით მეტის გატანა მეტოქესთან შედარებით. დღეს ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა და მათი მეკარე მოედანზე საუკეთესო იყო.
მაკკენი? ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა მდგომარეობაში იმყოფებიან ფეხბურთელები. მას კვირის განმავლობაში პრობლემები ჰქონდა, მისთვის დღეს ის დროც ბევრი იყო, რომელიც ითამაშა.
სამივე წაგება მძიმეა, რომელიც იგრძნობა. შეიძლება ლიდერს 10 ქულით ჩამოვრჩეთ, მაგრამ გავაგრძელებს ბრძოლას. დიბალას დანაკლისი? კულუშევსკის ძირითადში იმიტიმო არ დავაყენე, რომ შეცვლაზე შეტევის გაძლიერება შემძლებოდა. ბერნარდესკიმ კარგად ითამაშა, სამწუხაროა, რომ პირველ ტაიმში არაზუსტად დაარტყა, დიბალას კი ველოდებით“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 17 თებერვალს ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად „პორტუსთან“ გამართავს.