ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ფერენცვაროშთან“ (4:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა, რადგან მისი აზრით, ხარისხი მაღალი დონის არ იყო.
„შედეგით კმაყოფილები ვართ, მაგრამ უკეთესად თამაშიც შეგვეძლო, ზედაპირული შეცდომები დავუშვით. მთავარია, რომ მოვიგეთ, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვუმატოთ.
ზოგჯერ შეგვიძლია უკეთესად თამაში შეტევაში, პასების გაკეთება, მაგრამ კარის წინ უნდა ვიმოძრაოთ. ნაკლებად ეგოისტები უნდა ვიყოთ და თამაშის ინტრიგა უფრო ადრე უნდა მოვკლათ.
არტური? ის თავიდანვე არ იყო კარგად, მუცლის ტკივილი აწუხებდა და 20 წუთის შემდეგ მზად ვიყავი შემეცვალა, მაგრამ სურდა თამაში გაეგრძელებინა, თუმცა სათამაშო კონდიციაში არ იმყოფებოდა.
რემზი? ტრავმა მიიღო, მისი მდგომარეობა ექიმების მიერ შეფასდება და ვიმედოვნებ შემდეგ თამაშზე ყველა ჩემს განკარგულებაში იქნება. ამ მომენტამდე ჩვენ 100%-ით მზად არ ვართ“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სამი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ძალიან ახლოსაა მერვედფინალთან, თუმცა პირველ ადგილზე გასვლა გაუჭირდება, რაც პლეი-ოფში დიდი ალბათობით უფრო რთულ მეტოქესთან შეხვედრას მოასწავებს.