მთავარი / სიახლეები / პირლო: “მწვრთნელის რანგში მოგება უფრო ლამაზია, ვიდრე ფეხბურთელის”

პირლო: “მწვრთნელის რანგში მოგება უფრო ლამაზია, ვიდრე ფეხბურთელის”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ იტალიის სუპერთასზე „ნაპოლისთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, სურდათ ეჩვენებინათ, რომ ეს ის გუნდი არ არის, რომელიც „ინტერთან“ ვნახეთ.

„დიდი სიხარულია, მწვრთნელის რანგში პირველი ტიტულის მოგება კიდევ უფრო სხვანაირია, უფრო ლამაზი, ვიდრე, მოთამაშის სტატუსით, რადგან მნიშვნელოვან, ისტორიულ კლუბს ვხელმძღვანელობ და ამდენად, უფრო ლამაზი იყო.

რთულია ისეთი ფინალის ნახვა, როდესაც გუნდები კარგად თამაშობენ. მნიშვნელოვანი იყო ეს გამარჯვება წინა მარცხის გამო. გატუზოს დამარცხება? ვწუხვარ მის გამო, მაგრამ ჩვენ მნიშვნელოვან გუნდებს ვწრთნით და ამჯერად გამარჯვება ჩვენ მოვიპოვეთ. გვინდოდა დაგვემტკიცებინა, რომ არ ვართ ისეთი გუნდი, რომელიც „სან სიროზე“ ვნახეთ, მსხვერპლზე წასვლა საჭირო იყო. გატუზოს სახეში დარტყმები? არა, დღეს ჩავეხუტეთ ერთმანეთს და შემდეგ ძალიან კონცენტრირებულები ვიყავით.

კუარდადოს პირველი ტესტი გუშინ (გუშინწინ – რედ) უარყოფითი იყო, ხოლო განმეორებითი ტესტის პასუხი დილით მოვიდა და ისევ უარყოფითი. შესაბამისად, გუნდს შუერდა. ის სახლში ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. 95 წუთი ითამაშა და მას კომპლიმენტებს ვეუბნები. არტურმა ითამაშა, როდესაც კარგად იყო, სამწუხაროდ ჰქონდა პაუზები „ბარსელონასთან“ მატჩის შემდეგ. ახლა დაბრუნდა, კარგადაა და მნიშვენლოვანი თამაში ჩაატარა. დაადასტურა თავისი კლასი, მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომელიც გუნდს ხარისხს მატებს.

ვცდილობთ გარკვეული ტიპის თამაში გავაგრძელოთ, მაგრამ კვირიდან კვირამდე სხვადასხვა ფეხბურთელები გვაკლია. თუმცა, ჯგუფი პირველივე დღიდან ერთ გეგმას მიყვება. ჩვენ არ დაგვიმსახურებია ის კრიტიკა, რომელიც „ინტერთან“ მატჩის შემდეგ მივიღეთ.

მანჯუკიჩი? მას შეუძლია „მილანის“ დახმარება, კარგი თვისებები აქვს და კარგი ტრანსფერია. ჩემი კრიტიკა? ეს თამაშის ნაწილია, მიჩვეული ვარ. ხანგრძლივი კარიერა მქონდა, აღმართ-დაღმართებით შემდგარი. ყოველდღე მუშაობაზე ვფიქრობ, ვიცი, რომ უკან ძლიერი გუნდი და მყარი კომპანია მიდგას. როდესაც მწვრთნელობას ნულიდან იწყებ, განსაკუთრებით „იუვეში“, კრიტიკა ნორმალურია, მაგრამ მშვიდად ვარ. შედეგები ილაპარაკებენ ჩემზე და გუნდზე“, – თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ იტალიის სუპერთასი ისტორიაში მეცხრედ მოიგო, ხოლო ანდრეა პირლომ სამწვრთნელო კარიერაში პირველი ჯილდო მოიპოვა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …