მთავარი / სიახლეები / პირლო: “იუვენტუსს” ჯარიმების საუკეთესო შემსრულებლები ჰყავს”

პირლო: “იუვენტუსს” ჯარიმების საუკეთესო შემსრულებლები ჰყავს”

ანდრეა პირლო მიიჩნევს, რომ „იუვენტუსს“ საჯარიმო დარტყმების ყველაზე კარგი შემსრულებლები ჰყავთ.  „მაესტროს“ აზრით, რონალდუს მოსვლამდეც ასე იყო, მაგრამ პორტუგალიელის ტრანსფერის შემდეგ ალეგრის გუნდმა კონკურენტებს ამ კუთხითაც აჯობა.

„ყველაზე სახიფათო გუნდი სერია A-ში საჯარიმოების მხრივ? – რა თქმა უნდა, „იუვენტუსი“. ამ კუთხითაც „იუვემ“ მეტოქეებთან შედარებით ნაბიჯი წინ გადადგა. ალეგრის უკვე ჰყვადა ორი შესანიშნავი შემსრულებელი პიანიჩი და დიბალა. ახლა მოვიდა კრიშტიანუ რონალდუც. სწორედ პორტუგალიელი გახდა პირველი შემსრულებელი, ხოლო პიანიჩი და დიბალა უკანა ფონზე არიან. ეს მოსალოდნელიც იყო. გარდა ამისა, ფედერიკო ბერნარდესკი „ფიორენტინაში“ ხშირად ასრულებდა საჯარიმო დარტყმებს და რამდენჯერმე გაიტანა კიდეც“, – განაცხადა პირლომ.

შემთხვევითი სიახლე

ტაკონი: “ფულზე უარი ვთქვი და “იუვენტუსში” დავრჩი”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მეკარე სტეფანო ტაკონი (1983-1992) ლეგენდარულ კოლეგა ჯანლუიჯი ბუფონს კარიერის დასრულებას ურჩევს. მისი …