ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ იტალიის თასის 1/8 ფინალში „ჯენოასთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა.
„მნიშვნელოვან თამაშს ველოდები. იტალიის თასი იწყება. თავიდან, როგორც ჩანს, ეს ტურნირი არავის აინტერესებს, მაგრამ როდესაც რამდენიმე ეტაპი გადის, ფინალში თამაში ყველას მოსწონს. იქამდე მისასვლელად კი ეს თამაში უნდა მოვიგოთ. „ჯენოა“ შეიცვალა, უფრო აგრესიული და ენერგიული გუნდი გახდა.
შემადგენლობა? ვაფასებთ მდგომარეობა, ვინ არის კარგად და ვინ გვყავს დაშავებული. ჯორჯო გარკვეული პერიოდია ჩვენთან ვარჯიშობს და დაბრუნდება, ჯიჯი თავიდანვე ითამაშებს.
სტაბილურობა და გამარჯვების მოპოვებული სურვილი უნდა გვქონდეს, ვიყოთ კონცენტრირებულები ყოველთვის. არ უნდა გვქონდეს თამაშებში ჩავარდნა, მაგრამ თუ ეს მოხდება შემდეგ უნდა წამოვდგეთ და გავიმარჯვოთ“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „ჯენოას“ მატჩი 13 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.