ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ტორინოსთან“ მძიმე გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, გუნდმა უფრო მეტი მონდომებით და სიმტკიცით უნდა ითამაშოს, ვიდრე აქამდე თამაშობდა.
„დერბის მწვრთნელის რანგში მოგება უფრო რთულია, უფრო მეტად გიჭირს, მაგრამ საბოლოოდ შედეგი არ იცვლება, ის ყოველთვის შესანიშნავია და დერბის მოგება მწვრთნელის სტატუსით უფრო ლამაზია.
როდესაც ყველა დუელს წააგებ მოედანზე, ძნელია თამაშის სადავეების ხელში ჩაგდება. პირველ ტაიმში არ ვიყავით აგრესიულები, ძალიან სტატიკურები ვიყავით, ვერ ვიპოვეთ საკუთარ თავი.
მეორე ტაიმში შევცვალეთ სიჩქარე, ინტენსივობას ვუმატეთ და რამდენიმე მომენტი შევქმენით. დიბალა და კულუშევსკი? ყველასგან მეტს ველი. ვინც შეცვლაზე შევიდა, ყველა კარგად ჩაერთო, მონდომებით და დინამიზმით. როდესაც შედეგს ვერ აღწევ, მაშინ სულისკვეთებით, დნმ-ით უნდა მიაღწიო. უნდა მოვუმატოთ, ბურთი უფრო სწრაფად უნდა ვატაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მეტოქეებს ძალიან დიდ დროს ვაძლევთ მოედანზე დასაწყობად. გარკვეულ მომენტებში გამოცდილებაა სჭირო. როდესაც ახალგაზრდა მოთამაშეებით თამაშობ, საჭიროა მოთმინება, დრო უნდა მივცეთ, რომ გაიზარდონ.
კუადრადო? ის ჩემპიონია და შეჩვეულია მსგავს თამაშებსა და წნეხს. კმაყოფილი ვარ იმით თუ როგორ ვსწავლობთ ზოგიერთ მოძრაობას და გარკვეული ტაქტიკური სიტუაციების მოგვაებას. თუმცა არ ვარ კმაყოფილი იმით, რომ ყველა მატჩში გვიწევს ანგარიშში ჩამორჩენა, ეს შემდეგ დამატებით ნებისყოფას და სიმტკიცეს მოითხოვს. მოედანზე საკმარისი არაა მხოლოდ ძლიერი მოთამაშეები, საჭიროა უფრო მეტი მონდომება და სიმტკიცით თამაში“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 10 ტურის შემდეგ 20 ქულა აქვს მოპოვებული. მომდევნო შეხვედრას „იუვე“ სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ ჩაატარებს.