ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ჯენოასთან“ (3:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი მწვრთნელის განცხადებით, ცხოვრება თვითონ გაირთულეს.
„ცხოვრება ჩვენ თვითონ გავირთულეთ. სამწუხაროა, რადგან შეგვეძლო თამაშის და ძალების უკეთ მართვა შეგვეძლო, არადა, პირველ ტაიმში კარგად დავიწყეთ. იტალიის თასი ჩვენი მიზანია, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გამარჯვება ძალიან მნიშვენლოვანი იყო. ახლა ენერგია უნდა აღვიდგინოთ, რომ კვირის მატჩისთვის მოვემზადოთ.
იტალიის თასზე ყველა მატჩი დამატებით დროში გაგრძელდა. ვიცით, რომ ასეთი მშრალი მატჩების თამაში რთულია, ახლა გვაქვს რამდენიმე დღეს აღსადგენად და „ინტერთან“ თამაშზე ფიქრისთვის. მოედანზე ბევრი დებიუტანტი გვყავდა და ასეთ დროს შეიძლება არსებობდეს უყურადღებობა. გარკვეულ მომენტებში კონცენტრაცია გვაკლდა
კულუშევსკი? ის კარგ ფრომაშია, გავიხსენოთ, რომ ძალიან ახალგაზრდაა და აქამდე მხოლოდ ერთი სეზონი აქვს დიდებში ნათამაშები. „იუვენტუსში“ გადასვლა და იქ თამაში ადვილი არ არის. როდესაც კარგად არის, შეუძლია მაქსიმუმი გააკეთოს, მაგრამ უფრო გადამწყვეტი უნდა იყოს.
დრაგუსინი? ყველა დებიუტანტმა შესანიშნავად ითამაშა. დრაგუსინი საინტერესო ბიჭია, რომელიც რამდენიმე თვეა ჩვენთან ვარჯიშობს. ის არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელზეც დაყრდნობა შეგვიძლია.
კოვიდინფიცირებულები? არ ვიცი როდის დაგვიბრუნდებიან. ეს ტესტის პასუხზეა დამოკიდებული“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის მეოთხედფინალში „სასუოლო“ – „სპალის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. მომდევნო მატჩს კი სერია A-ში 17 იანვარს, „ინტერთან“ გამართავს.