მთავარი / სიახლეები / პიანიჩის ემოციური წერილი: “აქ საუკეთესო მოგონებებს ვტოვებ”

პიანიჩის ემოციური წერილი: “აქ საუკეთესო მოგონებებს ვტოვებ”

მირალემ პიანიჩმა „ბარსელონაში“ მისი ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ სოციალურ ქსელში ემოციური წერილი გამოაქვეყნა, რომელიც რა თქმა უნდა, „იუვენტუსს“ უკავშირდება.

„სუნთქავს მირე, ვცდილობ დავწერო ის, რასაც ახლა ვგრძნობ. ოთხი წლის წინ მოვედი და ყველაფერი მოვიგე. თუნდაც ეს ვერ მოახერხო, „იუვენტუსის“ მოთამაშე ყოველთვის უნდა ცდილობდეს ამის გაკეთებას. ეს იყო 4 ინტენსიური წელი, შესანიშნავი პროფესიონალების გვერდით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ნამდვილი მეგობრები, რომლებთან ერთად ვიზიარებდი გამარჯვებებს და რეკორდებს, მაგრამ იმედგაცრუებებსა და მარცხებსაც, როდესაც ყველაფერი ერთი ნაბიჯით ადრე სრულდებოდა.

ეს იყო წლები, რომლებშიც გავიზარდე, როგორც ადამიანი და როგორც მამა. ეს არის ქალაქი, სადაც ედინი (მისი შვილი – რედ) გაიზარდა, გახდა ამ გუნდის პირველი ტიფოზი და სადაც ჩემს ოჯახთან ერთად ჩემი ცხოვრების საუკეთესო მოგონებები შევქმენი.

ვფიქრობ, რომ არასდროს ვამბობთ საკმარის მადლობას და შესაბამისად: მადლობა ანიელების ოჯახს, მადლობა ყველა თანაგუნდელს, რომლებთან ერთად გავიზიარე ეს თავგადასავალი. მადლობას ვუხდი ყველა თანამშრომელს და სტაფის წევრებს, რომლებიც დამეხმარნენ განვითარებაში. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც ყოველდღე განსაკუთრებული განწყობა შემიქმნეს. ვისწავლე, რომ სიყვარულისთვის მინიმალური დროც არ არსებობს. დასასრული ძალიან ადვილია: ატარეთ ეს მაისური, როგორც მეორე ტყავი, ყოველთვის ყველაფერი გააკეთეთ მისთვის და არასდროს შეცდებით. ახლა ცოტა დრო რჩება სეზონის დასრულებამდე და გამარჯვებისთვის უნდა ვითამაშოთ.

სუნთქავს მირე, რადგან თუ დღეს ასე მოწყენილი ხარ, ხვალიდან შესანიშნავი მოგონება იქნება, რომელსაც მთელი გულით ატარებ. მირალემი“, – წერს პიანიჩი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ პიანიჩი „იუვენტუსში“ 2016 წლიდან თამაშობდა და 171 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა. სეზონის ბოლომდე ბოსნიელი ტურინში დარჩება.

 

 

View this post on Instagram

 

Respira Mire, questo è il ritornello che mi ripeto nella mente, nei momenti decisivi di una partita. Ed è quello che continuo a ripetermi ora, mentre provo a scrivere quello che sto provando in questo momento. Sono arrivato quattro anni fa per provare a vincere tutto. Perché anche quando non ci riesci, questo è ciò che deve provare a fare sempre un calciatore della @Juventus. Sono stati 4 anni intensi, vissuti al fianco di grandi professionisti ma soprattutto di amici veri, con i quali ho condiviso vittorie e record, ma anche amare sconfitte ad un passo dal traguardo. Sono stati anni in cui sono maturato come uomo e come padre. Questa è la città dove Edin è cresciuto, diventando il primo tifoso di questa squadra, e dove con la mia famiglia abbiamo costruito i più bei ricordi della nostra vita. Penso che non si dica mai a sufficienza grazie, e quindi: Grazie alla Famiglia Agnelli Grazie a tutti i compagni che hanno condiviso con me questo percorso Grazie a tutti i dipendenti ed i membri dello staff, che mi hanno aiutato a crescere Grazie ai tifosi che ogni giorno mi hanno fatto sentire speciale. Perché se c’è una cosa che ho imparato, è che non esiste un tempo minimo per innamorarsi. Alla fine è molto semplice: indossa questa maglia come una seconda pelle, dai sempre tutto e, non sbaglierai mai. Ora però abbiamo poco tempo da perdere e molto da andare a vincere fino al termine delle stagione. E quindi respira Mire, Perché quello che oggi ti sembra così triste, da domani sarà uno splendido ricordo che porterai nel cuore per tutta la vita. Miralem ❤️ #FinoAllaFine

A post shared by Miralem Pjanić (@miralem_pjanic) on

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …