მთავარი / სიახლეები / პიანიჩი: “ლამაზი ფეხბურთი კარგია, მაგრამ მთავარი ტიტულებია”

პიანიჩი: “ლამაზი ფეხბურთი კარგია, მაგრამ მთავარი ტიტულებია”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა ბრიტანულ გამოცემა Guardian-თან ისაუბრა, ბოსნიელი შეეხო, როგორც კლუბის უახლოეს გეგმებს, ისე კრიშტიანუ რონალდუსა და „ნაპოლის“ საკითხს.

„მიყვარს მარტივად თამაში და არ მაინტერესებს ქუსლით პასები. მარტივად თამაში კი ამ სპორტის სახეობას უფრო ლამაზს ხდის. სხვათა შორის, მარტივად თამაში ყველაზე რთულია და ყველას არ შეუძლია ამის გაკეთება. მქონდა ბედნიერება ახლოდან მეხილა ზიდანის, ჩავს, ინიესტას, პირლოს თამაში. მათი მოქმედები ანაგუნდელებ საქმეს უადვილებდნენ.

რონალდუ? – „მანჩესტერში“ და „მანჩესტერის“ შემდეგ ეს ორი განსხვავებული რონალდუა. მისი თამაში შეიცვალა. უფრო კონკრეტული გახდა. ვფიქრობ, რომ რონალდუმ ისეთი ფეხბურთელებისგან ბევრი ისწავლა, როგორიც პოლ სქოულზია.

„ნაპოლი“? – მიყვარს იმ გუნდების ყურება, რომლებიც ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ. ბურთი მიწაზეა, ბურთი მუდმივად ფეხებთანაა. „ნაპოლი“ ბოლო წლებში ძალიან ლამაზად თამაშობს. თუმცა, როგორც არ უნდა ითამაშო, გულშემატკივრებს ტიტული აბედნიერებს. როდესაც ლამაზად თამაშობს, მაგრამ ვერ იმარჯვებ, დაღლილი რჩები. თითქოს რაღაც დაკარგე, დრო დაკარგე.

ჩემპიონთა ლიგა? – ჩემპიონთა ლიგა „იუვენტუსისთვის“ ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. ჩვენი მიზანია ბოლომდე მივიდეთ და ყველა ტიტული მოვიგოთ. დიდი ხარისხი გვაქვს და გვჯერა ამ გუნდის. თუმცა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. ჩვენი ამჟამინდელი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა“, – თქვა პიანიჩმა.

შემთხვევითი სიახლე

დანი ალვეში: “ზაფხულში “იუვენტუსში” დაბრუნების შანსი მქონდა”

„სან პაულუს“ ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა განაცხადა, რო გასულ ზაფხულს „იუვენტუსში“ დაბრუნება შეეძლო, მაგრამ სამშობლოში …

ალი დაეი: “რონალდუ ჩემს რეკორდს გააუმჯობესებს”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს შანსი აქვს სანაკრებო დონეზე ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი გახდეს ისტორიაში. პორტუგალიელს …