მთავარი / სიახლეები / პიანიჩი: “ახლა ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ვიფიქროთ”

პიანიჩი: “ახლა ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ვიფიქროთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა „ჯენოასთან“ (1:1) შეხვედრა შეაფასა. ბოსნიელი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდი ახლა „მანჩესტერთან“ შეხვედრაზე ფიქრობს.

„სანაკრებოს პაუზის შემდეგ თამაში ყოველთვის რთულია, რადგან ერთად ვარჯიშს მცირე დროით ვახერხებთ. თუმცა, ეს არაა საბაბი. დღეს გვინდოდა გამარჯვება და გვქონდა შანსები, მაგრამ ცივსისხლიანობა დაგვაკლდა.

ეს ფრე ამტკიცებს, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა დასრულებული არაა და გამარჯვება ადვილი არასდროსაა. იმედგაცრუებულები ვართ ფრის გამო, თუმცა ახლა ფიქრს ჩემპიონთა ლიგაზე ვიწყებთ“, – აღნიშნა პიანიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში პირველი თამაში ვერ მოიგო. ტურინელებს მომდევნო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე, სტუმრად „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ელოდებათ.

შემთხვევითი სიახლე

იტალიის სუპერთასის მატჩის ჩატარების თარიღი ცნობილია

იტალიის სუპერთასის 2020 წლის მატჩი 2021 წლის 20 იანვარს გაიმართება. Lega Calcio-მ ეს ინფორმაცია ოფიციალურად …

ანდრეა პირლო: “ადაპტაციისა და ექსპერიმენტების დრო ამოიწურა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო „კალიარისთან“ მატჩამდე Juventus TV-ს ესაუბრა. როგორც მან განაცხადა, ექსპერიმენტებისა …