ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა იმ კრიტიკას ორიგინალურად უპასუხა, რომელიც „იუვეს“ მიმართ ისმის და მეტოქეები ჩავარდნას ზეიმობენ. ნედვედმა თქვა, რომ სკუდეტოს იმდენი ხანია ფლობენ, რომ მისმა შვილმა სკოლა დაამთავრა და უკვე უნივერსიტეტში სწავლობს.
„ჩემი შვილი საშუალო სკოლაში სწავლობდა, როდესაც სკუდეტო მოვიგეთ, ახლა ის მანქანას მართავ და უნივერსიტეტში სწავლობს. ამ პერიოდში სკუდეტო ყოველთვის ჩვენი იყო“, – თქვა ნედვედმა.
ჩეხის ამ განცხადებას ცნობილი ინტერისტა მარკო მატერაცი გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა:
„პაველ, შენს შვილს ვუსურვებ ჩემპიონთა ლიგის მოგებასაც სანამ უნივერსიტეტს დაამათვარებს, ამას იმსახურებს. ჩემმა შვილებმა ეს უკვე ნახეს და მსოფლიოს ჩემპიონობაც, როდესაც ისინი საბავშვო ბაღში და დაწყებით სკოლაში იყვნენ“, – დაწერა მატერაციმ.