მთავარი / სიახლეები / პაველ ნედვედი პოგბაზე: “ამ თემაზე საუბარს აზრი არ აქვს”
ნედვედი პოგბაზე: “ამ თემაზე საუბარს აზრი არ აქვს”

პაველ ნედვედი პოგბაზე: “ამ თემაზე საუბარს აზრი არ აქვს”

ტურინის “იუვენტუსის” დირექტორმა პაველ ნედვედმა Sky Sport Italia-სთან კომენტარი გააკეთა.

ლეგენდარულმა ჩეხმა ვეტერანმა “მანჩესტერ იუნაიტედიდან” პოლ პოგბას “ბებერი ქალბატონის” რიგებში შესაძლო დაბრუნება გამორიცხა.

“პოგბა მსოფლიოსში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მისი დაბრუნება ჩინებული იქნებოდა, თუმცა ახლა იგი “მანჩესტერ იუნაიტედის” მოთამაშეა და აქედან გამომდინარე ამ თემაზე საუბარს აზრი არ აქვს. ჩვენ სატრანსფერო ბაზარზე მობილიზებულები ვართ, თუმცა იანვარი ჯერჯერობით შორსაა”, – განაცხადა ნედვედმა.

შემთხვევითი სიახლე

პლატინი: “იუვენტუსში” არ დავბრუნდები”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდამ მიშელ პლატინიმ გუნდში დაბრუნება გამორიცხა. ფრანგის განცხადებით, შეუძლებელია დაბრუნდეს იქ, სადაც სიყვარული …

ემრე ჯანი: “კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ არ დავნებდები”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ემრე ჯანი უკმაყოფილოა. გერმანელი ფეხბურთელი თავს ბედნიერად ვერ გრძნობს, რადგან სათამაშო პრაქტიკას …