მთავარი / სიახლეები / პაველ ნედვედი: “მაროტას გარეშე რთული იქნება”
პაველ ნედვედი: “მაროტას გარეშე რთული იქნება”

პაველ ნედვედი: “მაროტას გარეშე რთული იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა „იანგ ბოიზთან“ მატჩამდე ჯუზეპე მაროტას გუნდიდან წასვლის შესახებ გააკეთა კომენტარი.

ჩეხის განცხადებით, რთული იქნება, მაგრამ „იუვე“ მხოლოდ მომავალზე ფიქრობს და წინ იყურება.

„მაროტა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდები ვიყავით და მისგან ბევრი რამ ვისწავლეთ. განსაკუთრებით მე, როდესაც რაღაც არ მესმოდა, მიხსნიდა და მასწავლიდა.

რთული იქნება მაროტას გარეშე, მაგრამ „იუვენტუსი“ წინ მიიწევს. ის დღეც მოვა, როდესაც ჩვენც აღარ ვიქნებით გუნდში, ეს გარდაუვალი პროცესია“, – განაცხადა ნედვედმა.

შემთხვევითი სიახლე

კიელინი: “ბონუჩის “მილანში” წასვლა ალოგიკური გადაწყვეტილება იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ავტობიოგრაფიულ წიგნში „მე ჯორჯო“, ლეონარდო ბონუჩის „მილანში“ გადასვლის შესახებ ისაუბრა. …

სეტიენი: “პიანიჩი შესანიშნავი ფეხბურთელია”

მირალემ პიანიჩის „ბარსელონაში“ შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი კატალონელთა მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა გააკეთა. ესპანელის განცხადებით, პიანიჩი …