პაულო დიბალამ არგენტინისა და ეკვადორის მატჩი გამოტოვა, ის სათადარიგო სკამზეც არ ყოფილა. არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ცნობით, მიზეზი კუჭ-ნაწლავის პრობლემა იყო და პაულოს ამან თამაშის შესაძლებლობა არ მისცა.
ჯერჯერობით უცნობია ითამაშებს თუ არა მომდევნო შეხვედრას 13 ოქქტომბერს, ბოლივიასთან, თუმცა იტალიური მედიის ცნობით, დიბალა სწორედ ამისთვის ემზადება და ცხადია, „იუვენტუსში“ დასაბრუნებლად და ანდრეა პირლოს დარწმუნებას, რომ ძირითადის უცვლელი წევრია.
შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალას სეზონის სტარტზე ტრავმა ჰქონდა და ჯერჯერობით მიმდინარე სეზონში არ უთამაშია.