ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელ პაულო დიბალას J Medical-ში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და გარკვეული პერიოდით იუქმებს, თუმცა დაზიანება იმაზე ნაკლებად საშიში აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ.
„სამედიცინო ტესტირებამ მარცხენა მუხლის იოგების დაბალი ხარისხის დაზიანება აჩვენა და აღდგენის დრო დაახლოებით 15-20 დღეა“, – წერს „იუვეს“ ვებგვერდი.
დიბალა გამოტოვებს „ჯენოასთან“, „ინტერთან“ და „ნაპოლისთან“ სუპერთასის მატჩებში. ეს რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისია. აქვე გეტყვით, რომ ვესტონ მაკკენისა და ფედერიკო კიეზას დაზიანებები გამოირიცხა და მათი მდგომარეობა დღითიდღე შეფასდება.
➡ #TrainingCenter, mattinata di lavoro
➡ Aggiornamenti su @PauDybala_JR, @WMckennie e @federicochiesa— JuventusFC (@juventusfc) January 11, 2021