მთავარი / სიახლეები / სერია A / პაულო დიბალა სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

პაულო დიბალა სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

პაულო დიბალა სერია A-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. არგენტინელი პრიზს მომდევნო სეზონის დაწყებამდე მიიღებს.

დიბალას გარდა გამოარჩიეს ვოიცეხ შჩესნი, რომელიც საუკეთესო მეკარე გახდა. ამასთან, დეიან კულუსევსკი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელა, მან გასული სეზონი „პარმაში“ გაატარა, მაგრამ „იუვენტუსმა“ ჯერ კიდევ იანვარში იყიდა და ახალი სეზონიდან ტურინში გაირჯება.

პოზიციების მიხედვით ყველა გამარჯვებულის სია ასეთია:

მეკარე: ვოიცეხ შჩესნი

მცველი: სტეფან დე ვრეი

ნახევარმცველი: ალეხანდრო გომესი

თავდამსხმელი: ჩირო იმობილე

საუკეთესო ახალგაზრდა: დეიან კულუსევსკი

საუკეთესო ფეხბურთელი: პაულო დიბალა

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალამ გასულ სეზონში უშუალოდ სერია A-ში 11 გოლის გატანა მოახერხა.

 

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …