მთავარი / სიახლეები / პაულო დიბალა: „გოლი დამეხმარება ნდობის მოსაპოვებლად“
პაულო დიბალა: „გოლი დამეხმარება ნდობის მოსაპოვებლად“

პაულო დიბალა: „გოლი დამეხმარება ნდობის მოსაპოვებლად“

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ მიმდინარე სეზონში უგოლო სერია დაასრულა და „ბოლონიასთან“ ანგარიში გახსნა.

ნამატჩევს არგენტინელმა განაცხადა, რომ ეს გოლი ნდობაში დაეხმარება.

„გოლი დამეხმარება, რომ ნდობა მოვიპოვო და რწმენა დავიბრუნო. აქამდე გოლს ვერ ვიტანდი, მაგრამ საშინლად არ ვთამაშობდი. თუმცა, მართალია, როდესაც ყოველთვის მეტს მოითხოვენ და ელოდებიან.

მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დავიმატეთ და ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს. გვაქვს ენთუზიაზმი კრიშტიანუს გამოც და ასე უნდა გავაგრძელოთ. მხოლოდ რონალდუსთვის არ ვთამაშობთ, გვინდა დავეხმაროთ გოლების გატანაში, მაგრამ მთავარი მიზანი გამარჯვებაა.“, – განაცხადა დიბალამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვე“ მომდევნო შეხვედრას 29 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „ნაპოლის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

იტალიის სუპერთასის მატჩის ჩატარების თარიღი ცნობილია

იტალიის სუპერთასის 2020 წლის მატჩი 2021 წლის 20 იანვარს გაიმართება. Lega Calcio-მ ეს ინფორმაცია ოფიციალურად …

ანდრეა პირლო: “ადაპტაციისა და ექსპერიმენტების დრო ამოიწურა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო „კალიარისთან“ მატჩამდე Juventus TV-ს ესაუბრა. როგორც მან განაცხადა, ექსპერიმენტებისა …