მთავარი / სიახლეები / პაულო დიბალა: “ერთი სანტიმეტრიც არ უნდა დავთმოთ”
პაულო დიბალა: “ერთი სანტიმეტრიც არ უნდა დავთმოთ”

პაულო დიბალა: “ერთი სანტიმეტრიც არ უნდა დავთმოთ”

პაულო დიბალამ „იანგ ბოიზთან“ შესრულებული ჰეთ-თრიქის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

არგენტინელმა ჩემპიონთა ლიგაზე სამი გოლი ლეგენდარული ომარ სივორის დაბადების დღეზე გაიტანა და პაულომ საუბარი ამ საკითხზე საუბრით დაიწყო:

„ვიცით, რას წარმოადგენს ის „იუვესთვის“, იტალიური ფეხბურთისთვის და საერთოდ, მსოფლიო ფეხბურთისთვის. შესანიშნავია სამი გოლის გატანა მის დაბადების დღეზე. ვფიქრობ, ეს იყო დიდებული თამაში ჩემთვის, გუნდისთვის და ქომაგებისთვის.

ჩვენი მიზანი ყველა ტურნირის მოგებაა, სადაც ვთამაშობთ. „იუვე“ ძალიან ძლიერია და უნდა გავაგრძელოთ ასე თამაში. არ უნდა დავთმოთ ერთი სანტიმეტრიც“, – თქვა დიბალა უეფას ვებგვერდთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში „იუვენტუსი“ ორი ტურის შემდეგ 6 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.

შემთხვევითი სიახლე

დიბალა: “გონსალოს და რონალდუს მოედანზე კარგად ვუგებ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ „ლევერკუზენთან“ ძალიან კარგად ითამაშა. მოედანზე მისმა გამოჩენამ „იუვე“ შეცვალა და …

იგუაინი: “კმაყოფილები ვართ, მაგრამ “უდინეზესთან” მატჩზე ვფიქრობთ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა „ლევერკუზენთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა. არგენტინელმა ფორვარდმა გერმანელთა კარში გოლი გაიტანა …