მთავარი / სიახლეები / პაულო დიბალა, დელ პიერო, ინძაგი და ვიდალი…
პაულო დიბალა, დელ პიერო, ინძაგი და ვიდალი…

პაულო დიბალა, დელ პიერო, ინძაგი და ვიდალი…

პაულო დიბალა ალესანდრო დელ პიეროს, ფილიპო ინძაგისა და არტურო ვიდალის შემდეგ „იუვენტუსის“ ისტორიაში მეოთხე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქი შეასრულა. არგენტინელის გოლები კი „იუვეს“ „იანგ ბოიზის“ დამარცხებაში დაეხმარა.

ნამატჩევს, პაულომ კომენტარი გააკეთა და თავისი თამაშით კმაყოფილი დარჩა:

„დღეს კრიშტიანუ გვაკლდა, მაგრამ კონცენტრირებულნი ვიყავით, როგორც ყოველთვის. ასეთი თამაშის ჩატარება გვჭირდებოდა, გუნდის დამოკიდებულება სწორი იყო. ჩემი თამაში? ბედნიერი ვარ, ამისთვის ბევრი ვიშრომე. შარშან ყველაფერი პირიქით იყო, ძლიერად დავიწყე, მაგრამ სეზონის მეორე ნახევარში რეგრესი მქონდა“, – აღნიშნა მატჩის გმირმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფს ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას კი „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

კუადრადო: “ჩემთვის საამაყო იყო “იუვეს” კაპიტნობა”

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მერვე ტურში „კალიარი“ კრიშტიანუ რონალდუს დუბლით დაამარცხა და ამ შეხვედრაში გუნდს …

რონალდუმ “იუვენტუსში” კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა

კრიშტიანუ რონალდუმ “იუვენტუსში” მორიგი რეკორდი დაამყარა. მიმდინარე სეზონში სერია A-ში 8 ტური გაიმართა, მაგრამ პორტუგალიელმა …