მთავარი / სიახლეები / პატრის ევრა: “სამუდამოდ ვიამაყებ “იუვენტუსში” თამაშით!”

პატრის ევრა: “სამუდამოდ ვიამაყებ “იუვენტუსში” თამაშით!”

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „იუვენტუსი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი დიდი ყურადღების ქვეშაა, რადგან ორივე გუნდის დიდი ისტორია გააჩნია.

პატრის ევრა ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც ორივე გუნდის რიგებში უთამაშია. ფრანგმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც „იუვეში“ თამაშის კადრებია ასახული და დაწერა:

„მანჩესტერი“ პირადი მიზეზების გამო დავტოვე და ეს იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება ჩემს კარიერაში. თამაში და სიყვარული „იუვენტუსში“ იყო ყველაზე ადვილი გადაწყვეტილება და განსაკუთრებით, წარმოუდგენელი. სამუდამოდ ვიამაყებ ამით! ღმერთო ჩემო, მადლობა ყველაფრისთვის, Forza Juve fino alla fine და Glory Glory Man United!”, – დაწერა ფრანგმა.

აქვე გეტყვით, რომ პატრის ევრა „მანჩესტერში“ 2006-2014 წლებში, ხოლო „იუვენტუსში“ 2014-2017 წლებში თამაშობდა.

შემთხვევითი სიახლე

დანი ალვეში: “ზაფხულში “იუვენტუსში” დაბრუნების შანსი მქონდა”

„სან პაულუს“ ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა განაცხადა, რო გასულ ზაფხულს „იუვენტუსში“ დაბრუნება შეეძლო, მაგრამ სამშობლოში …

ალი დაეი: “რონალდუ ჩემს რეკორდს გააუმჯობესებს”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს შანსი აქვს სანაკრებო დონეზე ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი გახდეს ისტორიაში. პორტუგალიელს …