ტურინის სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ ფედერიკო კიეზას ტრანსფერი არ გამორიცხა. მისი თქმით, ყურადღებით აკვირდებიან სატრანსფერო სიტუაციას.
„იუვე“ ყოველთვის ყურადღებით აკვირდება სატრანსფერო ბაზარს, ეს იქნება კიეზასთვის თუ სხვა მოთამაშის გამო. ეს არის ჩვენი კრედო, კრეატიულები უნდა ვიყოთ, განსაკუთრები ახლა, როდესაც ტრანსფერის გაკეთება ძალიან რთულია“, – თქვა პარატიჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ კიეზას აქტიურად უკავშირებენ. ფეხბურთელისთვის „მანჩესტერ იუნაიტედიც“ იბრძვის.